Your cart is currently empty!
წესები და პირობები
ეს ვებგვერდი, www.plugin.ge, წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. საიტის გამოყენება ავტომატურად გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს წესებსა და პირობებს.
ტერმინების განმარტება
საიტი – ვებ გვერდი plugin.ge.
მმართველი კომპანია – იურიდიული პირი ი/მ გიორგი რომანაძე (ს/კ: 61004069076).
1. ზოგადი პირობები
1.1. კომპანიის ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ:
1.1.1. არ განახორციელებთ ქმედებებს, რომლებიც აკრძალულია ამ ხელშეკრულებით, კანონმდებლობით ან სხვა დადგენილი წესებით.
1.1.2. ხართ 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი და გაქვთ უფლებამოსილება დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება.
1.1.3. დაიცავთ ინტელექტუალურ და საავტორო უფლებებს, არ განახორციელებთ საიტის ან მისი ნაწილის რაიმე სახით კოპირებას.
1.1.4. დაიცავთ თქვენი ანგარიშის მონაცემებს მესამე პირებისგან, არ გადასცემთ მომხმარებლის ინფორმაციას, რაც შემდგომში შეიძლება გახდეს თქვენი ანგარიშით სარგებლობის მიზეზი.
1.1.5. წარმოადგენთ ჩვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ზუსტად და სრული სიზუსტით, რათა შეუფერხებლად მოხდეს მომსახურების მიღება.
2. პროდუქტის შეძენა და რეგისტრაცია
2.1. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე, სასურველი პროდუქტის არჩევით და შეკვეთის გაფორმებით.
2.2. მომხმარებელი რეგისტრაციისას ავტომატურად ექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ.
4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს, წაიშალოს ან განახლდეს წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებგვერდზე მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ასევე, თქვენ გეკრძალებათ სისტემების ან ვებგვერდის არასათანადო გამოყენება. ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ვებგვერდთან დაკავშირებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, ეს შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი მომსახურების მიღებაზე.
5. კონფიდენციალურობა
ჩვენ ვაგროვებთ როგორც პირად, ასევე არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი. მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად და მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით.
6. უსაფრთხოება
ჩვენ ვატარებთ მრავალ ღონისძიებას მომხმარებლის პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითებით. გირჩევთ, არ გაანდოთ თქვენი პაროლი მესამე პირებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტით ან უკაბელო ქსელით გადაცემული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფრთხო არ არის, თუმცა ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს.
7. ონლაინ შესყიდვების პირობები
ვებგვერდი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. შეკვეთის გამოგზავნის შემდეგ, ოპერატორი დაგიკავშირდებათ სამუშაო საათებში, 10:00-19:00.
ბოლო განახლება: 09.01.2025