WooCommerce SMS Notifications

Original price was: 99,00 ₾.Current price is: 49,00 ₾.

მარტივი და მრავალფუნქციური SMS შეტყობინებების სისტემა WooCommerce მაღაზიებისთვის. გაიმარტივე მომხმარებლებთან კომუნიკაცია sender.ge-ის ინტეგრაციით და ავტომატურად აცნობე მათ ყველა მნიშვნელოვანი განახლება/შეკვეთების შესახებ.

აღწერა

ძირითადი შესაძლებლობები

ადმინის შეტყობინებები (Admin Notifications):
მაღაზიის ადმინისტრატორებს ეგზავნებათ შეტყობინებები ახალი შეკვეთის, გაუქმების ან შეცდომის შემთხვევაში. მხარდაჭერილია ერთზე მეტი ნომრის მითითება.

მომხმარებლის შეტყობინებები (Customer Notifications):
მომხმარებლებს ავტომატურად ეგზავნებათ SMS შეტყობინებები ანგარიშის რეგისტრაციის, პაროლის აღდგენის, შეკვეთის სტატუსის ცვლილების ან შეკვეთაზე შენიშვნის დამატებისას.

მიზნობრივი გაგზავნა:
შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული გადახდის ან მიწოდების მეთოდების საფუძველზე.

შეტყობინებების პერსონალიზაცია:
შეტყობინებების ტექსტი შეგიძლიათ სურვილისამებრ დაწეროთ ან გამოიყენოთ შაბლონი, როგორიცაა შეკვეთის ნომერი, მომხმარებლის სახელი, ჯამური თანხა და სხვა.

მრავალჯერადი SMS გაგზავნა:
მხარდაჭერილია bulk SMS ფუნქცია მომხმარებლების ფართო სიისთვის.

დამატებითი უპირატესობები

SMS ფორმატის მხარდაჭერა:
ავტომატური ნომრის ფორმატირება ქართულ სტანდარტზე (+995), ასევე ნომრის ვალიდაცია და მარტივი შესაყვანის ნიღბები.

მობილური ოპერატორების მხარდაჭერა:
შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელია ყველა ძირითადი ოპერატორის ნომრებზე (Magti, Beeline, Geocell და ა.შ).

დეტალური ლოგები (Logs):
ყველა გაგზავნილი და წარუმატებელი SMS შეტყობინება ინახება დეტალურ ჟურნალში მარტივი მონიტორინგისთვის.

თარგმნის მხარდაჭერა:
მოყვება POT ფაილი. ინტერფეისი ავტომატურად ეწყობა WordPress-ის ენის მიხედვით (ქართული, ინგლისური, რუსული და სხვა).

ტექნიკური მოთხოვნები

  • WordPress: 5.0 ან უფრო მაღალი ვერსია
  • WooCommerce: 3+
  • PHP: 7.4+
  • sender.ge API წვდომა სავალდებულოა
  • IonCube Loader-ის მხარდაჭერა

მხარდაჭერა და ლიცენზია

აქტიური მომხმარებლები იღებენ რეგულარულ განახლებებს და სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას.
პლაგინი იყენებს sender.ge API-ს. გამოსაყენებლად აუცილებელია შესაბამისი API წვდომა.

ტექნიკური მხარდაჭერა:
📞 +995 555 89 70 90
📧 [email protected]