Your cart is currently empty!
BOG Payments for WooCommerce
მარტივი და მრავალფუნქციური გადახდის გადაწყვეტილება WooCommerce მაღაზიებისთვის. გაიმარტივე ონლაინ გაყიდვები საქართველოს ბანკის მრავალფუნქციური გადახდის პლატფორმით, რომელიც სრულად თავსებადია WordPress / WooCommerce სისტემასთან.
აღწერა
ძირითადი შესაძლებლობები
-
მომენტალური გადახდები (SMS Capture): თანხა ბარათიდან იჭრება ავტომატურად, მომხმარებლის მიერ შეძენის დასრულებისთანავე.
-
მულტივალუტური მხარდაჭერა (*): ვაჭრობა ოთხ ძირითად ვალუტაში — ლარი (GEL), აშშ დოლარი (USD), ევრო (EUR) და გირვანქა სტერლინგი (GBP).
-
დაბრუნება (Refund): სრული ან ნაწილობრივი თანხის დაბრუნების ფუნქციონალი პირდაპირ WordPress-დან.
-
გადახდის მეთოდები: ბარათით გადახდა, ანგარიშიდან ანგარიშზე (P2P) გადარიცხვა და ლოიალობის ქულების გამოყენება.
*შენიშვნა: ზოგიერთი ფუნქციონალის ჩართვა საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას ბანკთან.
დამატებითი უპირატესობები
-
ავტომატურად გენერირებული Success/Failure გვერდები, სრულად ინტეგრირებული WooCommerce პლატფორმასთან.
-
ენის ავტომატური განსაზღვრა: WordPress-ის ენის შესაბამისად მომხმარებელს უნახავს შესაბამისი გვერდი ქართულად, ინგლისურად ან რუსულად.
-
POT ფაილის მხარდაჭერა – თარგმნადია ნებისმიერ ენაზე.
-
დეტალური ჟურნალი (Logs): ყველა მოქმედების ჩანაწერი მარტივი მონიტორინგისთვის.
-
VISA / MASTERCARD / AMEX ბრენდინგი გადახდის გვერდზე.
ტექნიკური მოთხოვნები
-
WordPress: 4.8 ან უფრო მაღალი ვერსია
-
WooCommerce: 3+
-
PHP ვერსიები: 7.2, 7.4, 8.1, 8.2
-
IonCube Loader-ის მხარდაჭერა
მხარდაჭერა და ლიცენზია
აქტიური ლიცენზიის მქონე მომხმარებლები იღებენ რეგულარულ განახლებებსა და სრულ ტექნიკურ დახმარებას. ლიცენზიის გარეშე პლაგინი არ იმუშავებს.
ტექნიკური მხარდაჭერა:
📞+995 555 89 70 90
📧 [email protected]