რა არის ფლაგინი?
ჩვენ ვართ ფლაგ-ინი – იდეალურ მდგომარეობაში მყოფი მეორეული ტექნიკის მომწოდებელი ბრენდი. ქართულ ბაზარზე 2 წელზე მეტია, რაც ვმოღვაწეობთ, ხოლო ჩვენს ტექნიკას უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი იყენებს.
ჩვენი დახმარებით ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ყველაზე მომგებიანი და ღირებული გადაწყვეტილება – შეიძინონ უკვე გამოცდილი და ქარხნული წუნისგან მაქსიმალურად დაზღვეული ორიგინალი ტექნიკა ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებით.
როგორ ვმუშაობთ??
ფლაგ-ინის სპეციალური წარმომადგენლები აშშ-ში საგულდაგულოდ გვირჩევენ, დეტალურად გვიმოწმებენ და საქართველოში გვიგზავნიან პროდუქციას, რომლის პოტენციური მფლობელებიც სწორედ თქვენ ხართ.
თბილისში ჩამოტანის შემდეგ ტექნიკა გადის ხარისხის საბოლოო კონტროლს და მხოლოდ ამის შემდეგ თავსდება ფლაგ-ინის ყუთებში. საბოლოოდ კი ბევრად ნაკლები დანახარჯით თქვენს ხელში A კატეგორიის ვიზუალურად თუ პროგრამულად 100%-ით გამართული, შეუკეთებელი და იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ორიგინალი მოწყობილობები ხვდება.
რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ფლაგ-ინის ყველა პროდუქტზე „ელიტსერვისის“ 1 წლიანი გარანტია მოქმედებს.
ბრენდ მაღაზია
ფლაგ-ინის ბრენდ მაღაზია თბილისში, ი. ჭავჭავაძის #19–ში, მდებარეობს. ჩვენი საგულდაგულოდ შერჩეული და იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ტექნიკისა თუ სხვადასხვა ახალთახალი აქსესუარის შეძენა ყოველდღე – 11:00 საათიდან 20:00 საათამდე შეგიძლიათ.
ბრენდ მაღაზიაში, ასევე, დამატებით სერვისებსაც დაგახვედრებთ – იქნება ეს ეკრანის შეცვლა, ეკრანის დამცავის დაყენება თუ სხვა.